Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პოლონელი სტუმრების ვიზიტი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს, 20 აპრილს ეწვივნენ კრაკოვის ეროვნული საგანმანათლებლო კომისიის უნივერსიტეტის პროფესორები: კამილა ზიოლკოვსკა-ვეისი და მაგდალენა კვიეკი.


პოლონელი სტუმრები მიიღო თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხოხობაიამ. საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების შესაძლებლობებს.


პოლონელმა სტუმრებმა პრეზენტაცია გამართეს პოლონეთში ტურიზმის მდგრადი განვითარებისა პერსპექტივების შესახებ.

 

თარიღი: 20/04/2026